გარანტია

გარანტია

საგარანტიო პირობები რომელიც უნდა დაიცვათ:

 

საგარანტიო მომსახურება გულისხმობს ნივთის შეკეთებას მასზე მოქმედი გარანტიის პერიოდში.

საგარანტიო პერიოდი იანგარიშება ნივთის გაყიდვის დღიდან.

საგარანტიო მომსახურეობა ხორციელდება ავტორიზებულ სერვის ცენტრებში. ჩვენი მაღაზიიდან გაცემულ საგარანტიო ტალონის მეშვეობით, მისამართები და საკონტაქტო ინფორმაციას ნახავთ საგარანტიო ტალონზე.

გარანტია ვრცელდება ტექნიკის იმ დაზიანებაზე,რომელიც განპირობებულია ტექნიკური წუნით.

საგარანტიო სერვისის მისაღებად სერვის ცენტრში გთხოვთ წარადგინოს საგარანტიო ტალონი, თანხის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტთან და მწარმოებლის საგარანტიო ტალონთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

საგარანტიო მოწყობილობა მომხმარებელმა უნდა წარმოადგინოს სრული შეფუთვით, კომპლექტაციით და მექანიკური დაზიანების გარეშე.

საგარანტიო ტალონი უნდა მოიცავდეს: ნივთის დასახელებას, სერიულ ან იმეი კოდს, მყიდველის ვინაობას, შეძენის თარიღს, პასუხისმგებელი თანამშრომლის სახელს და ხელმოწერას. წინააღმდეგ შემთხვევაში საგარანტიო მომსახურეობა არ განხორციელდება.

საგარანტიო სერვისის მიღებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მისაღებად კლიენტი წინასწარ უნდა დაუკავშირდეს ჩვენს ოპერატორს.

ჩვენი საგარანტიო მომსახურება ითვალისწინებს გათვალისწინებულ ვადაში ნივთის ახლით შეცვლას ან მის შეკეთებას.

საგარანტიო მომსახურება არ განხორციელდება, თუ:

გასულია პროდუქტის საგარანტიო ვადა.

არ არის წარმოდგენილი საგარანტიო ტალონი ან/და არსებობის შემთხვევაში არ არის წარმოდგენილი მწარმოებლის საგარანტიო ტალონი.

საგარანტიო ტალონში მონაცემები წაშლილია ან გადაკეთებულია.

საგარანტიო ტალონში და მოწყობილობის კორპუსზე არ იკითხება ან ამძვრალია სერიული ნომერი, იმეი კოდი ან სარეგსიტრაციო ნომერი.

შეძენილ პროდუქტს აღენიშნება ვიზუალური ან მექანიკური დაზიანება/დეფექტი, დაზიანებულია ან ამძვრალია პლომბი ან ლუქი.

მოწყობილობა გამოიყენებოდა მისი დანიშნულების შეუსაბამო მიზნებისთვის.

დარღვეულია მწარმოებლის მიერ მოწყობილობაზე თანდართული შენახვისა და მოხმარების წესი.

დაზიანება გამოწვეულია კომპიუტერული ვირუსის ან შეუსაბამო ფაილ(ებ)ის მიერ.

დაზიანება გამოწვეულია ელ.ქსელის გაუმართაობით (ძაბვის ცვლილება მეტია ან ნაკლებია 220-230 ვოლტზე), მექანიზმის დანესტიანებით, კოროზიით, მაღალი ან დაბალი ტემპერატურის ზემოქმედებით, ექსპლუატაციის და შენახვის წესების /პირობების დარღვევით, არაკომპეტენტური პირის მიერ ჩატარებული არაკვალიფიციური სარემონტო/სამონტაჟო სამუშაოების შედეგად.

თუ დაზიანება ფიზიკურად არის გამოწვეული, მაგ: გატეხილი, გაბზარული, გაკაწრული, ჩაჭყლეტილი, დამწვარი, დამდნარი ან/და სითხით დაზიანებული.

იმ შემთვევაში თუ მომხმარებელმა არ დაიცვა პროდუქტის ექსპლუატაციის წესები (ექსპლუატაციის წესები იხილეთ პროდუქციის თანდართულ დოკუმენტაციაში ან მწარმოებლის ვებ.გვერდზე).

საგარანტიო პირობები არ ვრცელდება:

სმარტფონების და მობილური ტელეფონების ყურსასმენებზე, USB კაბელებზე და მაკომპლექტებელ ნაწილებზე.

პროგრამული უზრუნველყოფის ან ოპერაციული სისტემის ნებისმიერი სახის დაზიანებაზე.

კვების ბლოკზე, ნივთის ელემენტზე, მეხსიერების ბარათზე, სადენზე, მოწყობილობის დასამუხტ აქსესუარებზე.

თუ მოწყობილობას დაზიანებული აქვს ეკრანის ხუთ პიქსლამდე რაოდენობით.

ტექნიკაზე, რომელზეც სამონტაჟო ან საგარანტიო სამუშაოები არ არის შესრულებული უფლებამოსილი სერვისცენტრის სპეციალისტის მიერ.

დამატებითი ინფორმაცია:

კომპანია არ აგებს პასუხს სმარტფონების დართულ სისტემასა და კომპიუტერის არალიცენზირებული პროგრამების გამოყენებისას, ტექნიკის არასტაბილურ მუშაობაზე.

დაზიანებული ტექნიკის სერვის ცენტრამდე ტრანსპორტირებას საკუთარი ძალებით ანხორციელბს მყიდველი.

საგარანტიო პირობების შესაბამისად სერვის ცენტრი ვალდებულია შეაკეთოს დაზიანებული ტექნიკა, მისი მიღების მომენტიდან 45 სამუშაო დღის განმავლობაში.

მომსახურე სერვის ცენტრი პასუხს არ აგებს მოწყობილობაში არსებულ კლიენტის ინფორმაციის შენახვაზე.

ნივთის შეცვლა დაშვებულია მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:

იმ შემთხვევაში თუ პროდუქცია შეძენილია განვადებით ან სადებეტო/საკრედიტო ბარათით, შეკვეთა არ ექვემდებარება გაუქმებას. შესაძლებელია მხოლოდ ნივთის გადაცვლა საწარმოო წუნის აღმოჩენის შემთხვევაში.

ნივთის მიღებისთანავე მომხმარებელმა უნდა გადაამოწმოს მისი ვიზუალური მდგომარეობა კურიერის თანდასწრებით.

ნებისმიერი ტიპის პრობლემის ან ვიზუალური დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში, მომხმარებელი უნდა დაუკავშირდეს ჩვენს ოპერატორს კურიერის გაშვებამდე და დეტალურად აუხსნას არსებული პრობლემა.

იმ შეთხვევაში თუ პროდუქციის გადაცვლის მოთხოვნით ჩვენთან დაკავშირება მოხდება კურიერის გაშვების შემდეგ, მაშინ გადასაცვლელი პროდუქტის ჩვენს საწყობში დაბრუნებაზე და მასთან დაკავშირებულ ხარჯებზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.

თუ შეძენილ ნივთს გაყიდვიდან 2(ორი კალენდარული დღის განმავლობაში აღმოჩნდება ქარხნული დეფექტი, მყიდველი აუცილებელი წესით უნდა დაუკავშირდეს ჩვენს ოპერატორს დამატებითი ინსტრუქციების მისაღებად. ნივთი შეიცვლება მომწოდებელი კომპანიის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

ნივთის შეცვლა ხდება იგივე ან მეტი ღირებულების მქონე ნივთით, მომხმარებლის მიერ აღნიშნული სხვაობის საკუთარი სახსრებით დაფარვით.

ნივთის უკან დაბრუნების დროს მყიდველმა თან უნდა დაურთოს მისი ყველა აქსესუარი და ასევე შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი. ყველა სხვა შეკითხვის შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ ჩვენს ოპერატორს.

ნივთი ბრუნდება საწყობში და გადახდილი თანხა სრულად აუნაზღაურდება მომხმარებელს იმ შემთხვევაში:  

 

  • იმ შემთხვევაში თუ: პროდუქტის ქარხნული შეფუთვა გაუხსნელია, დაუზიანებელია და თან ახლავს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილი და დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, საგარანტიო ფურცელი და სხვ.) მაგრამ მომხმარებელი ითხოვს დაბრუნებას იმის მიზეზით რომ აღარ სურს შენაძენი ამ შემთხვევაში თანხა არ ბრუნდება; 
  • იმ შემთხვევაში თუ პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი ან პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას/ან ვებგვერდზე განთავსებულ ტექნიკურ მახასიათებლებს ან პროდუქტი დაზიანებულია ტრანსპორტირების პროცესში და თან ახლავს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილი და დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, საგარანტიო ფურცელი და სხვ.). 
  • იმ შემთხვევაში, თუ პროდუქცია  გახსნილია და დიაგნოსტირების შედეგად დადგინდა, რომ მომხმარებლის მიერ დასაბრუნებელ პროდუქტს შენარჩუნებული აქვს ყველა ფუნქციონალური მახასიათებელი და არ შეინიშნება ვიზუალური ხარვეზი, და ასევე თან ახლავს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილი და დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, საგარანტიო ფურცელი და სხვ.). 
  • იმ შემთხვევაში, თუ დაზიანებულია ,გაუმართავია და დიაგნოსტირების შედეგად დადგინდა, რომ მომხმარებლის მიერ დასაბრუნებელ პროდუქტს შენარჩუნებული აქვს ყველა ფუნქციონალური მახასიათებელი, თუმცა, შეინიშნება ვიზუალური ხარვეზ/ებ/ი.


  • თუ დიაგნოსტირების შედეგად დადგინდა, რომ მომხმარებლის მიერ დასაბრუნებელ პროდუქტს არ აქვს შენარჩუნებული ყველა ფუნქციონალური ან/და ვიზუალური მახასიათებელი ან/და არ ახლავს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილი და დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, საგარანტიო ფურცელი და სხვ.) კომპანია უფლებას იტოვებს არ დაიბრუნოს პროდუქტი და შესაბამისად, არ დააბრუნოს პროდუქტში გადახდილი თანხა.   
  • პროდუქცის მიღებისას სავალდებულოა კურიერის თანდასწრებით შეამოწმოთ პროდუქცია, დაზიანების გაუმართაობის ან და სხვა პრობლემის შესახებად დაუყოვნებლიბ გვაცნობოთ მანამ კურიეირ დატოვებს ადგილს, სხვა შემთხვევაში საკურიერო საფასურს გადაიხდის მომხმარებელი    
  • იმ შემთხვევაში თუ მოხდა საიტიდან შეძენა თანხის წინასწარ გადახდით , და აღმოჩდა რომ პროდუქტი მარაგში არ არის ამ შემთხვევაში თანხა დაგიბრუნდებათ იმავე ანგარიშზე საიდაანც მოხდა გადახდა არა უგვიანეს 3 დღისა ( მარაგები რეგულირდება ყოველდღიურად რაც მინიმუმადე ამცრებს ასეთი შემთხვევების რისკს)   
  • გთხოვთ შეკვეთის გაკეთებამდე გადაამოწმოთ სასურველი ნივთის მახასიათებლები და დარწმუნდით რომ გააზრებულად გსურთ მისი შეძენა (მიზეზი გადავიფიქრე, აღარ მინდა და სხვა მსგავსი მიზეზების შემთხვევაში დაგეკისრებათ ჯარიმა ნივთის ღირებულების 10 %)

-  შეკვეთის გაკეთებისას თქვენ ავტომატურად ეთანხმებით წესებს და პირობებს  ამ გრაფის მონიშვნით, გთხოვთ გაეცნოთ 

მადლობას გიხდით რომ აირჩიეთ ჩვენი კომპანია   ( პატივისცემით geoshops.ge ადმინისტრაცია)