დაბრუნების პოლიტიკა

ნივთის შეცვლა დაშვებულია მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:
  •  იმ შემთხვევაში თუ პროდუქცია შეძენილია განვადებით ან სადებეტო/საკრედიტო ბარათით, შეკვეთა არ ექვემდებარება გაუქმებას. შესაძლებელია მხოლოდ ნივთის გადაცვლა საწარმოო წუნის აღმოჩენის შემთხვევაში.
  • ნივთის მიღებისთანავე მომხმარებელმა უნდა გადაამოწმოს მისი ვიზუალური მდგომარეობა კურიერის თანდასწრებით.
  • -  ნებისმიერი ტიპის პრობლემის ან ვიზუალური დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში, მომხმარებელი უნდა დაუკავშირდეს ჩვენს ოპერატორს კურიერის გაშვებამდე და დეტალურად აუხსნას არსებული პრობლემა.
  •  იმ შეთხვევაში თუ პროდუქციის გადაცვლის მოთხოვნით ჩვენთან დაკავშირება მოხდება კურიერის გაშვების შემდეგ, გადასაცვლელი პროდუქტის ჩვენს საწყობში დაბრუნებაზე და მასთან დაკავშირებულ ხარჯებზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.
  • თუ შეძენილ ნივთს გაყიდვიდან 2(ორი) კალენდარული დღის განმავლობაში აღმოჩნდება ქარხნული დეფექტი, მყიდველი აუცილებელი წესით უნდა დაუკავშირდეს ჩვენს ოპერატორს დამატებითი ინსტრუქციების მისაღებად. ნივთი შეიცვლება მომწოდებელი კომპანიის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
  • ნივთის შეცვლა ხდება იგივე ან მეტი ღირებულების მქონე ნივთით, მომხმარებლის მიერ აღნიშნული სხვაობის საკუთარი სახსრებით დაფარვით.
  • ნივთის უკან დაბრუნების დროს მყიდველმა თან უნდა დაურთოს მისი ყველა აქსესუარი და ასევე შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი.
  •  ყველა სხვა შეკითხვის შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ ჩვენს ოპერატორს.
ნივთი ბრუნდება საწყობში და გადახდილი თანხა სრულად აუნაზღაურდება მომხმარებელს იმ შემთხვევაში: 
  • იმ შემთხვევაში თუ: პროდუქტის ქარხნული შეფუთვა გაუხსნელია, დაუზიანებელია და თან ახლავს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილი და დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, საგარანტიო ფურცელი და სხვ.) მაგრამ მომხმარებელი ითხოვს დაბრუნებას იმის მიზეზით რომ აღარ სურს შენაძენი ამ შემთხვევაში თანხა არ ბრუნდება;  
  • იმ შემთხვევაში თუ პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი ან პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას/ან ვებგვერდზე განთავსებულ ტექნიკურ მახასიათებლებს ან პროდუქტი დაზიანებულია ტრანსპორტირების პროცესში და თან ახლავს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილი და დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, საგარანტიო ფურცელი და სხვ.).  
  • იმ შემთხვევაში, თუ პროდუქცია  გახსნილია და დიაგნოსტირების შედეგად დადგინდა, რომ მომხმარებლის მიერ დასაბრუნებელ პროდუქტს შენარჩუნებული აქვს ყველა ფუნქციონალური მახასიათებელი და არ შეინიშნება ვიზუალური ხარვეზი, და ასევე თან ახლავს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილი და დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, საგარანტიო ფურცელი და სხვ.). -
  • იმ შემთხვევაში, თუ დაზიანებულია ,გაუმართავია/და დიაგნოსტირების შედეგად დადგინდა, რომ მომხმარებლის მიერ დასაბრუნებელ პროდუქტს შენარჩუნებული აქვს ყველა ფუნქციონალური მახასიათებელი, თუმცა, შეინიშნება ვიზუალური ხარვეზ/ებ/ი. -
  • თუ დიაგნოსტირების შედეგად დადგინდა, რომ მომხმარებლის მიერ დასაბრუნებელ პროდუქტს არ აქვს შენარჩუნებული ყველა ფუნქციონალური ან/და ვიზუალური მახასიათებელი ან/და არ ახლავს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილი და დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, საგარანტიო ფურცელი და სხვ.) კომპანია უფლებას იტოვებს არ დაიბრუნოს პროდუქტი და შესაბამისად, არ დააბრუნოს პროდუქტში გადახდილი თანხა. 
  • პროდუქცის მიღებისას სავალდებულოა კურიერის თანდასწრებით შეამოწმოთ პროდუქცია, დაზიანების გაუმართაობის ან და სხვა პრობლემის შესახებად დაუყოვნებლიბ გვაცნობოთ მანამ კურიეირ დატოვებს ადგილს, სხვა შემთხვევაში საკურიერო საფასურს გადაიხდის მომხმარებელი 
  • იმ შემთხვევაში თუ მოხდა საიტიდან შეძენა თანხის წინასწარ გადახდით , და აღმოჩდა რომ პროდუქტი მარაგში არ არის ამ შემთხვევაში თანხა დაგიბრუნდებათ იმავე ანგარიშზე საიდაანც მოხდა გადახდა არა უგვიანეს 3 დღისა ( მარაგები რეგულირდება ყოველდღიურად რაც მინიმუმადე ამცრებს ასეთი შემთხვევების რისკს)   
  • გთხოვთ შეკვეთის გაკეთებამდე გადაამოწმოთ სასურველი ნივთის მახასიათებლები და დარწმუნდით რომ გააზრებულად გსურთ მისი შეძენა (მიზეზი გადავიფიქრე, აღარ მინდა და სხვა მსგავსი მიზეზების შემთხვევაში დაგეკისრებათ ჯარიმა ნივთის ღირებულების 10 %)
-  შეკვეთის გაკეთებისას თქვენ ავტომატურად ეთანხმებით წესებს და პირობებს  ამ გრაფის მონიშვნით, გთხოვთ გაეცნოთ წესებს მადლობას გიხდით რომ აირჩიეთ ჩვენი კომპანია   ( პატივისცემით geoshops.ge ადმინისტრაცია)